
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის „მეგობრული დაკავების“ შესაძლებლობა დაუშვა. ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კუბის საკითხით მაღალ დონეზეა დაკავებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა კუბა წარუმატებელ ერად შეაფასა, რომელსაც ცვლილებები სჭირდება და დასძინა, რომ ქვეყნის გასაჭირის შესახებ ბავშვობიდან ისმენდა.
„კუბის მთავრობა ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ისინი დიდ პრობლემებში არიან. მათ ფული არ აქვთ. ამჟამად არაფერი აქვთ, მაგრამ ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შესაძლოა, კუბის მეგობრული გზით დაკავება მოხდეს. მე ამას ვხედავ. მარკო რუბიო ამ საკითხზე ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს. მათ ფული არ აქვთ, ნავთობი არ აქვთ, საკვები არ აქვთ. ახლა ერი ღრმა პრობლემებშია და მათ სურთ, რომ დავეხმაროთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მარკო რუბიო ბოლო კვირების განმავლობაში კუბის მთავრობას აკრიტიკებდა, იქ არსებულ სტატუსკვოს არამდგრადს უწოდებდა და ამბობდა, რომ კუბას „რადიკალური“ ცვლილებები სჭირდება.
0
0