
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის ქალაქ პეკინში ჩავიდა. თვითმფრინავიდან ჩამოსულ ტრამპს აეროპორტში წითელი ხალიჩა დაახვედრეს. აშშ-ის პრეზიდენტს ლურჯ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი სამასი ჩინელი ბავშვი დახვდა, რომლებიც ამერიკულ და ჩინურ დროშებს აფრიალებდნენ.
ვიზიტის მნიშვნელობის ნიშნად, პეკინში ტრამპს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დახვდა.
ჰანი ჟენგმა და დონალდ ტრამპმა წითელ ხალიჩაზე ერთად გაიარეს, ბავშვები კი სკანდირებდნენ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.
აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად პეკინში იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გუნდის წევრები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, ასევე ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, რომელიც პეკინში სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის გავლით ჩავიდა, სადაც ჩინელ კოლეგასთან სავაჭრო მოლაპარაკებები გამართა.
პეკინში იმყოფება ათზე მეტი მაღალი რანგის ბიზნეს ლიდერიც, მათ შორის Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Boeing Company-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი კელი ორტბერგი, ასევე Meta-ს, Blackrock-ის, Blackstone-ის, Cargill-ის, Citi-ს, Coherent-ის, GE Aerospace-ის, Goldman Sachs-ის, Illumina-ს, Mastercard-ის, Micron-ის, Qualcomm-ის და Visa-ს აღმასრულებელი დირექტორები.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
13/05/2026