
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არ არის დაინტერესებული ნობელის პრემიით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არ მაინტერესებს ნობელის პრემია. პირველ რიგში, ძალიან კარგმა ქალმა გადაწყვიტა, რომ ვიმსახურებდი ამას და სურდა, რომ მქონოდა ნობელის პრემია. ამას ვაფასებ, მაგრამ ვინმეს თუ ჰგონია, რომ ნორვეგია არ აკონტროლებს ნობელის პრემიას, მაშინ ისინი ხუმრობენ. მათ აქვთ საბჭო, მაგრამ ნორვეგიის მიერ კონტროლდება ეს და არ მაინტერესებს, ნორვეგია რას იტყვის. მე რაც მაინტერესებს, არის სიცოცხლის გადარჩენა და ვფიქრობ, რომ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე. ინდოეთს თუ შეხედავთ, პაკისტანს, ორ დიდ ბირთვულ ძალას და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც 30-35 წელი ჰქონდათ ომი, მე ეს ყველაფერი მოვაგვარე. ჩვენ რვა ომი დავასრულეთ და შესაძლოა, ძალიან მალე მეცხრე ომი დავასრულოთ“, – თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრისას, დონალდ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა.
0
0