19/08/2023
14:44
მსოფლიო
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ტრამპს და მის 18 თანამებრძოლს ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ისინი აშშ-ის ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ცდილობდნენ. ჯორჯიის შტატის პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტრამპს შეუძლია, რომ შტატის ხელისუფლებას 25 აგვისტომდე ნებაყოფლობით ჩაჰბარდეს.
მანამდე ტრამპის ადვოკატები პროკურატურასთან მოლაპარაკებას გამართავენ გირაოს შესახებ. თუ მოსამართლე გირაოს არ დააკმაყოფილებს, ტრამპი ციხეში დარჩება. ფულტონის ოლქის შერიფმა განაცხადა, რომ ტრამპს და მის თანამებრძოლებს ისევე მოექცევა, როგორც სხვა ბრალდებულებს, ანუ შესაძლებელი იქნება მათი გადაღება და თითის ანაბეჭდების აღება.
ტრამპის წინააღმდეგ ამჟამად სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული და საერთო ჯამში მას 91 ბრალი წაუყენეს. ჯორჯიაში არჩევნების ჩაშლის მცდელობის გარდა მას საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების დარღვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის მცდელობასა და საპრეზიდენტო კამპანიისთვის შეგროვებული თანხების უკანონო ხარჯვაში ადანაშაულებენ.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024