
მჯერა, რომ კუბის დაპყრობის პატივი მექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, მას შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს კუბასთან, რომელიც საწვავის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, მას შემდეგ, რაც შტატებმა ვენესუელა აიძულა, კარიბის ზღვის კუნძულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება შეეწყვიტა.
მისივე თქმით, კუბა „კოლაფსის ზღვარზეა“.
„ვფიქრობ, კუბა დასასრულს ხედავს. მთელი ცხოვრება მესმის შეერთებული შტატებისა და კუბას შესახებ, თუ როდის გააკეთებს ამას აშშ? მე მჯერა, რომ მექნება პატივი კუბის დაპყრობის,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი „კუბის აღებაში“, რომელიც 1959 წლიდან კომუნისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშაა, მან უპასუხა, რომ აშშ-ს „რაიმე ფორმით“ ჩარევა შეუძლია.
„გავათავისუფლებ მას თუ ავიღებ. ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა, სიმართლე უნდა იცოდეთ. ამ ეტაპზე, ძალიან დასუსტებული ერია,“ – აღნიშნა ტრამპმა.
0
0