
ირანთან კონფლიქტმა ნატოზე კვალი დატოვა, რომელიც არასდროს გაქრება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მინდა, გითხრათ, რომ ნატოთი ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ისინი ოთხშაბათს მოდიან ჩემთან და უცებ, ახლა მზად არიან დასახმარებლად“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ნატო-ს წევრებს სურდათ თავი შეეკავებინათ დახმარებისგან, ვიდრე აშშ ომს არ მოიგებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად იმედგაცრუებული დიდი ბრიტანეთით იყო.
„მათ ორი ძველი, გაფუჭებული ავიამზიდი ჰყავთ, ბრიტანული გემები ძლივს მუშაობენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ-სა და ნატო-ს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად შესთავაზა გრენლანდიის აღება.
„ყველაფერი დაიწყო, თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, გრენლანდიით. ჩვენ გვინდა გრენლანდია. მათ არ სურთ ჩვენთვის მოცემა და მე ვუთხარი: „ნახვამდის, ნახვამდის“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო „ქაღალდის ვეფხვია“.
„ნატო ქაღალდის ვეფხვია. ცხადია, ჩვენ ისინი არ გვჭირდებოდა, რადგან ისინი საერთოდ არ დაგვეხმარნენ. იაპონია არ დაგვეხმარა, ავსტრალია არ დაგვეხმარა, სამხრეთ კორეა არ დაგვეხმარა და შემდეგ ნატო-ში გადავედით, ნატო არ დაგვეხმარა. იაპონიაში 50 000 ჯარისკაცი გვყავს, რათა დავიცვათ ისინი ჩრდილოეთ კორეისგან. სამხრეთ კორეაში კიმ ჩენ ინისგან დასაცავად 45 000 ჯარისკაცი გვყავს. საუდის არაბეთი შესანიშნავი იყო, კატარი შესანიშნავი იყო, არაბთა გაერთიანებული საამიროები შესანიშნავი იყო, ბაჰრეინი, ქუვეითი“, – განაცხადა ტრამპმა“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0