
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ გრენლანდიას აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა არ სურს და არჩევანის გაკეთება თუ მოუწევს, დანიის სამეფოს, ნატო-სა და ევროკავშირს აირჩევს.
„მე მას არ ვეთანხმები. არ ვიცი, ვინ არის, მის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ მისთვის ეს დიდი პრობლემა იქნება, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები 14 იანვარს თეთრ სახლში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდებიან. ამერიკულ მხარესთან შეხვედრამდე გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ნელსენმა განაცხადა, გრენლანდიას აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა არ სურს: „გრენლანდიას არ სურს, აშშ-მა მართოს. გრენლანდია აშშ-ის ნაწილი არ იქნება. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, რომელიც დანიის სამეფოს ნაწილია. ახლა გეოპოლიტიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ და აშშ-სა და დანიას შორის არჩევანის გაკეთება თუ მოგვიწევს, დანიას ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ ნატო-ს, ვირჩევთ დანიის სამეფოს, ვირჩევთ ევროკავშირს“.
0
0