
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამოსვლისას ისაუბრა.
მისივე თქმით, ირანის მმართველებს ეშინიათ, რომ მათ ან საკუთარ ხალხი მოკლავს, ან აშშ. მისივე თქმით, თეირანი არ ამხელს, თუმცა აშშ-თან შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს.
„ჩვენ იმდენად დიდი უპირატესობით ვიგებთ, რომ ასეთი რამ არავის უნახავს ახლო აღმოსავლეთში. სხვათა შორის, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან სურთ შეთანხმება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან ფიქრობენ, რომ საკუთარი ხალხი მოკლავს. ასევე ეშინიათ, რომ ჩვენ მოკლავთ. ჯერ არასდროს მინახავს ქვეყნის მეთაური, რომელსაც ირანის ლიდერების მსგავსად უნდა სამსახურის გარეშე დარჩენა. ჩვენ მათ ზოგიერთ განცხადებას ვუსმენთ. ისინი ამბობენ, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ მომდევნო უზენაესი ლიდერი. არა, გმადლობთ“, – აცხადებს ტრამპი.
ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თეირანს გადასცა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ითვალისწინებს.
0
0
სატყეო რეფორმის ძირითადი მიმართულებები
26/03/2026