20/11/2023
12:53
მსოფლიო
დომინიკის რესპუბლიკაში, ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 000-ზე მეტი - უსაფრთხო ტერიტორიებზეა ევაკუირებული. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
დედაქალაქ სანტო დომინგოში კოკისპირულმა წვიმამ საავტომობილო გზის გვირაბის კედელი ჩამოანგრია. საგანგებო ოპერაციების ცენტრის (COE) განცხადებით, წვიმამ სახლების დატბორვა, ელექტროენერგიის გათიშვა და ხიდებისა და გზების დაზიანება გამოიწვია.
დომინიკის პრეზიდენტმა ლუის აბინადერმა სტიქია ქვეყნის ისტორიაში "ყველაზე მასშტაბურ მოვლენად" შეაფასა, რომელიც უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ძლიერ შტორმს მოჰყვა.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ უხვი ნალექი, რომელიც გამოწვეულია ტროპიკული დეპრესიით, ქვეყნის მასშტაბით, 20 ნოემბერსაც გაგრძელდეს. ქვეყნის 32 პროვინციიდან უმრავლესობა განგაშის წითელი და ყვითელი დონის ქვეშ რჩება.
France-Presse-ის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ოთხი აშშ-ის მოქალაქე იყო, სამი კი მეზობელი ჰაიტიდან.
0
0