04/12/2022
10:20
მსოფლიო
Дожд-ის ორმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ისინი ტოვებდნენ არხს, რადგან არ ეთანხმებიან ალექსეი კოროსტოლევის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
„დოჟდს“ ტოვებენ თანამშრომლები, რომლებიც არ დაეთანხმნენ ალექსეი კოროსტელევის გათავისუფლებას. ეკონომიკური პროგრამის ავტორმა მარგარიტა ლიუტოვამ არხზე მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება ვლადიმერ რომენსკიმაც მიიღო.
"მე თვითონ ვარ პასუხისმგებელი ამ გამოშვებაზე. ყურზე ვიჯექი, როგორც მთავარი რედაქტორი. მოვალეობა მავალებს, რომ სამკერდე ნიშანი და რევოლვერი მაგიდაზე დავდო. რასაც ვაკეთებ კიდეც. დოჟდი დედოფალია, მაგრამ თქვენ დაუშვით საშინელი შეცდომა. "ავტობუსის ქვეშ ჩააგდთ" თქვენიანი. ახლობელი ადამიანი გაწირეთ.მე არ შემიძლია ამის გაკეთება და მივდივარ", - წერს რომენსკი ფეისბუქზე.
"ადამიანებს აქვთ შეცდომის დაშვების უფლება და ასევე უფლება საჯარო განმარტების უფლება სამსახურიდან საჯაროდ გათავისუფლებამდე. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მისი გათავისუფლება დიდ შეცდომად მეჩვენება. ჩემთვის დოჟდი ყოველთვის ჰუმანიზმს, გახსნილობასა და პატიოსნებას ეხებოდა. მე მჯერა, რომ იძულების არსებობის შემთხვევაშიც კი, არხის საზოგადოებრივი რეაქცია ეწინააღმდეგება ამ სამივე მარტივ პრინციპს“ - განაცხადა ლიუტოვამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გადაცემა "აქ და ახლა"-ს დღის გამოშვებაში, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ტელეკომპანიის წამყვანმა ეკატერინა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ ალექსეი კოროსტელევი გაათავისუფლეს, ვინაიდან მან ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ბევრ რუს ჯარისკაცს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, „შეძლო დახმარებოდა ფრონტზე აღჭურვილობითა და ელემენტარული პირობებით“.
0
0