
„დინამოს“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის, „დინამო არენის“ ავტორებთან – ინფორმაციას ცნობილი არქიტექტორების, გია და არჩილ ქურდიანების სტუდია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რომან ფიფიას ინიციატივით დაიწყო არსებული სტადიონის პრობლემების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვა. სტადიონის ავტორების, გია და არჩილ ქურდიანების არქიტექტურულმა სტუდიამ კი განახლებული „დინამო არენის“ კონცეფცია შეიმუშავა.
„დინამო არენის“ ისტორია, პირველ რიგში, სტადიონის აშენების დღიდან მისი მუდმივი რეკონსტრუქციის და არქიტექტურული ტრანსფორმაციის 90-წლიანი ისტორიაა და ამ ყველაფერს, 1936 წლიდან დაწყებული, ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა ახორციელებს.
განიხილება „დინამო არენის“ ტევადობის 70 000-მდე გაზრდა; გადახურვის განახლება თანამედროვე დიზაინით; სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის წმინდა საფეხბურთო სტადიონად გადაქცევა; პირველი იარუსის სრული სახეცვლილება; დამატებითი შესასვლელები; საპარკინგე ადგილების შექმნა.
1
0