
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ის ამ კუთხით პირველ ნაბიჯს არ გადადგამს.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ევროპის ქვეყნებმა უნდა გადადგან, რადგან 2022 წელს მოსკოვთან კავშირი სწორედ მათ გაწყვიტეს.
„პუტინი ყველასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. მან ეს არაერთხელ განაცხადა. ჩვენ მზად ვიქნებით წინ წავიდეთ დიალოგში, რამდენადაც ევროპელები იქნებიან ამისთვის მზად. თუმცა, როგორც პუტინმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ არ ვიქნებით ასეთი კონტაქტის ინიციატორები ევროპელების მიერ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ,“ – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, პესკოვის განცხადებით, რუსული მხარე ევროკავშირთან ურთიერთობების სრული შეწყვეტის ინიციატორი არ ყოფილა და ეს ყველაფერი ბრიუსელმა და ცალკეულმა ევროპულმა დედაქალაქებმა მიიღეს.
ცნობისთვის, მანამდე „ფაინენშელ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადებოდნენ.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026