დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე მიზეზების შესახებ რამე ჰიპოთეზების აგება არასწორია
26/12/2024
17:14
მსოფლიო
A-
+A
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე მიზეზების შესახებ რამე ჰიპოთეზების აგება არასწორია. ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.
„გამოძიების დასკვნებამდე რამე ჰიპოთეზების აგება არასწორი იქნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებთ და არავინ უნდა გააკეთოს ეს. საჭიროა, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, 29 კი გადრაჩა. გადარჩენილებს შორის ეკიპაჟის ორი წევრია.
0
0
45
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%