
მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი დიმიტრი გუდკოვი დაუსწრებლად დააპატიმრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გუდკოვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე წინასწარ შეცნობით საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ბრალდება.
დიმიტრი გუდკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთი 2023 წლის ოქტომბერში აღიძრა. გამოძიების ვერსიით, პოლიტიკოსის Youtube-არხზე გავრცელებული ვიდეო „რა მოიტანა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომმა?“ ცრუ ინფორმაციას შეიცავს უკრაინის ქალაქებში - ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, ფეიკი არიას გუდკოვის შემდეგი ფრაზები: „ახლა რუსეთის არმია ღიად ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში რუსმა სამხედროებმა გვამების გორები დატოვეს. პროფესიონალური ჯარი ასე არ მოქმედებს, ეს არის ნამდვილი გენოციდი. თუ კრემლის ამოცანა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და ტერორი იყო, მაშინ პესკოვი მართალია - რუსეთმა დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ მისი ხელისუფლება „ალ-ქაიდაზე“ უკეთესია“. ამის შემდეგ გუდკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
დიმიტრი გუდკოვმა რუსეთი 2021 წლის ივნისში დატოვა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ მან სხვა რუს ემიგრანტებთან ერთად რუსეთის ანტისაომარი კომიტეტი შექმნა.
0
0