10/12/2022
11:36
პოლიტიკა
„დილა იწყება სააკაშვილით და მთავრდება სააკაშვილით. ვის ინტერესშია? „ქართული ოცნების“ინტერესშია. ამიტომაც გადადეს დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო. ბოლო ბოლო, ხომ უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაქსიმალურად გაწელავენ იმიტომ, რომ სხვა ყველა პოლიტიკური საკითხი ჩაკვდეს, რის გამოც ხელისუფლება ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არსებული პროცესის დასრულება მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დავამთავროთ და ახალი პარტიები ავირჩიოთ, შანსი მივცეთ იმას, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, შემდეგ აღარ მოვიდეს ვიღაც, რომელიც იტყვის, რომ „მოდი, ახლა ბიძინა ჩავსვათ“, - აცხადებს ანა დოლიძე.
როგორც მან აღნიშნა, ამ თემის ფონზე ქვეყანაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და პრობლემაზე ყურადღების გამახვილება არ ხდება.
0
0