20/03/2023
14:21
პოლიტიკა
განათლებისა და მეცნიერების ახლად არჩეულმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ წარდგენაზე პრემიერ-მინისტრსა და გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამოცხადებული ნდობისთვის თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა“, - განაცხადა ამილახვარმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ახალმინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა.
0
0