04/04/2023
10:19
სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც თითქოსდა განახორციელეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, რა გზითაც, უკანონოდ შეიქმნეს 998 389 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც შემდგომ შეეცადნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარის დაბრუნებას.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, გაუქმებულ იქნა უსაფუძვლოდ შექმნილი დღგ-ს ყალბი აქტივი 998 389 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0