დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მერიის თანამშრომლებს ბრალს დღეს წარუდგენენ
A-
+A
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი თეიმურაზ მებონიაა.
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით 20 000 ლარი გამოართვეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ორივე დაკავებული დიდი ხნის თანამშრომელია. აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით... დაინტერესებული ვართ, რა მოხდა", - ამის შესახებ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში წერს და ქრთამის აღების ბრალდებით მერიის 2 თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.
0
0
947
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%