
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს,– იუწყება BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჩარლზ მესამემ მკურნალობის ისტორია განზრახ გაასაჯაროვა, რათა მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიჰბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ.
"ჩარლზ მესამე ბედნიერია იმის გაგებით, რომ მის დიაგნოზს საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივ პოზიტიური გავლენა ჰქონდა",– ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, ჩარლზ III-მ პროსტატის ოპერაცია წარმატებით გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს.
ჩარლზის მეუღლემ, დედოფალმა კამილამ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მონარქი თავს კარგად გრძნობს. ოპერაციამდე მეფე მოინახულა უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელიც იმავე კლინიკაში იმყოფება, სადაც ოპერაცია გაიკეთა.
ჩარლზ III-ის ჰოსპიტალიზაციის შესახებ 26 იანვარს გახდა ცნობილი. მას პროსტატის ადენომის დიაგნოზი დაუსვეს.
0
0