19/05/2023
10:52
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტის გამართვამდე, წინა დღეს, ახალი სანქციების დაწესება ასევე გულისხმობს რუსული სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტის აკრძალვას.
დიდი ბრიტანეთი ასევე ახალ ინდივიდუალურ სანქციებს ამზადებს 86 ადამიანისა და კომპანიის წინააღმდეგ, რუსეთის პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით.
დიდი ბრიტანეთი G7-ის სხვა მოკავშირე ქვეყნებისგან, მათ შორის გერმანიისგან, იტალიისგან და კანადისგან, ისევე როგორც ევროკავშირისგან, მსგავსი სანქციების დაწესებას მოელის.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამიტზე დისკუსიები შეეხება სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებს და საფრთხეების შეკავების გრძელვადიან სტრატეგიას.
0
0