
დიდი ბრიტანეთი ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს. მთავრობის განცხადებას Sky News ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთი არასდროს წავა კომპრომისებზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
„ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან დიეგო-გარსიაზე მდებარე ბაზა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენი პოზიცია შეასუსტა და მომავალში ბაზის ფუნქციონირებას ხელი შეუშლიდა“, – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.
ლონდონში ასევე აღნიშნეს, რომ ეს ჩაგოსის არქიპელაგის გადაცემის შესახებ შეთანხმება „უზრუნველყოფს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბაზის ფუნქციონირებას დიეგო-გარსიაზე მრავალი წლის განმავლობაში“.
„ეს შეთანხმება საჯაროდ დაამტკიცეს აშშ-მა, ავსტრალიამ და სადაზვერვო ალიანსის „ხუთი თვალის“ წევრმა ყველა სხვა მოკავშირემ, აგრეთვე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ინდოეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ“, – განაცხადეს ბრიტანეთის მთავრობაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო-გარსიის კუნძულის მავრიკისთვის გადაცემის გამო. ტრამპმა ეს არგუმენტად გამოიყენა იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა ფლობდნენ გრენლანდიას შეერთებული შტატები.
0
0
გორში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
20/01/2026