14/07/2023
23:33
საზოგადოება
პენიტენციურ სამსახურში ფიქსირდება, რა შემოაქვს ოჯახს და და პოლონელმა ექიმებმა ნახეს ის მენიუ, რაც შემოჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით, მეოთხედიც კი არ არის იმ აუცილებელი კალორაჟის, რაც პაციენტს სჭირდება , - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, პოლონელი ექიმების საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერი განვიხილეთ, მათ შორის, ჩვენი ნუტრიციოლოგის, ენდოკრინოლოგის ჩანაწერი, ჩვენს მიერ შეთავაზებული მენიუ, კალორაჟი, რომელიც მისთვის მისაღებად აუცილებელი იყო. პენიტენციურ სამსახურში ფიქსირდება, რა შემოაქვს ოჯახს და და ნახეს ის მენიუ, რაც შემოჰქონდა ამ ხნის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით, მეოთხედიც კი არ არის იმ აუცილებელი კალორაჟისა, რომელიც პაციენტს სჭირდება, ამას რა თქმა უნდა, ისინი გაეცნენ.
ჩვენ პირად საუბარში გვქონდა ამაზე საუბარი, დავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი, ჩვენი რეკომენდაცია და გულის ტკივილიც, რომ პაციენტი ამას სრულად ვერ ითვალისწინებდა. ისინი დაგვეთანხმნენ, რომ 400-500 კალორია აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ორგანიზმისთვის, მისი კვების კომპონენტი რომ გაუმჯობესებულიყო, მისი მდგომარეობაც უკეთესი იქნებოდა.
როცა ადრეც მუსირებდა აზრი მეტალებით მოწამვლასთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ არაერთგზის გვაქვს ანალიზი შესრულებული, როგორც საქართველოს, ასევე, უცხოეთის პირობებში, გაგზავნილი გვქონდა კერძოდ, გერმანიაში, ლიმბახის ლაბორატორიაში 2-ჯერ და იქიდან პასუხი მივიღეთ, რომ არანაირი მძიმე მეტალებით მოწამვლაზე საუბარი არ შეიძლებოდა. ესეც ვაჩვენეთ მათ და ამაშიც დაგვეთანხმნენ, ნახეს, რომ მოსული ანალიზის პასუხები ნორმას შეესაბამებოდა...
მხოლოდ ოჯახიდან შემოტანილ საკვებს იღებს, არაერთხელ გვქონდა საუბარი ოჯახთან, რომ უფრო მეტ კალორაჟიანი საკვები იყოს შემოტანილი, ვერ ვიტყოდი, რომ დიდად შეიცვალა ოჯახისგან შემოტანილი საკვების კალორაჟი, თუმცა, რა შეიცვალა - იმავე კალორაჟს რაოდენობრივად მოუმატა, შეიძლება ითქვას, კალორაჟიც ოდნავ მომატებული არის, თუმცა, არ არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ და რა რეკომენდაციასაც გავცემთ. მიუხედავად იმისა, რომ ის მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ირგებს ამ საკვებს, რაც წონის მატებაში აისახა. თუ ადრე საუბარი იყო, რომ ვერ ირგებდა, მალაფსოფციაზე იყო საუბარი, ეს ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ იქ მალაფსოფცია არ არსებობს და ათვისების უნარი გააჩნია ორგანიზმს, მაგრამ სასურველია მეტი კალორაჟიანი საკვების მიღება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
0
0