
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე “მაკდონალდსის” სკანდალს გამოეხმაურა:
"კომბლე,რომ ბატონს გვერდებს აუჭრელებს-როგორია წამალი, გარგო წამალმაო…
დიახ, საზოგადოებამ “კომბლესავით” აუჭრელა გვერდები ჭყონიას და ამიტომაც გააქრეს ეს წიგნი საჩუქრების სიიდან…
დიახ, ქართული საზოგადოება არადროს მიიღებს თქვენ ბინძურ პროპაგანდას და ყოველთვის ექნება ხისტი დამოკიდებულება!
დიახ, ვერადროს მოახერხებთ ქართველ ხალხს თავს მოახვიოთ, თქვენი ბინძური სურვილები!
ჰო და, ფრთხილად!
წამლის ზე-დოზირებამ ლეტალური შედეგები იცის და სხვა დროს “კომბლე”- “მგლად” არ გამოგეცხადოთ…" - წერს ქადაგიძე.
ცნობისთვის, “მაკდონალდსის” ყველა ფილიალიდან სასაჩუქრედ განკუთვნილი წიგნები უკვე ამოღებულია.
დიდი ალბათობით ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ წიგნების შინაარსს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და „ქრონიკის“ ეთერში ვრცელი სიუჟეტი გავიდა.
რამდენიმე დღის წინ „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.
0
0