01/12/2022
16:55
პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანია დაიქირავეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი პიარ-კომპანია ვერაფერს გახდება.
„რა უნდა გააკეთოს ამ დაქირავებულმა ორგანიზაციამ აი ამ სიტუაციაში, როდესაც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც დაავალებდი რამე საქმის გაკეთებას, ფაქტობრივად აქვს გაფუჭებული რეპუტაცია. ამდენი ხნის განმავლობაში რაღაც გამოვიდოდა, რომ სულ იყო ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და ბოლოს, ერთი წლის მერე, რაღაც ორგანიზაციამ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში დაშავებული უნდა გაათეთროს?
რაღაცნაირად სიტუაცია გვაქვს მიღებული, როდესაც უბრალოდ რამის დაჯერება არის რთული. ანუ, რთულია რომ რაიმე კონკრეტულს ენდო. დღეს გამოქვეყნდა დიაგნოზების ისეთი რაოდენობა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, რომ გაიგოს რა სჭირს ადამიანს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
0
0