
გამოწვევა ძალიან ბევრია. ისევ გრძელდება ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ, არის შემოტევები, რაც დაფუძნებულია სიცრუეზე. პირდაპირი მცდელობაა, რომ მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა გააძლიეროს ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომელიც ძვირფასია ყველა პატრიოტი ადამიანისთვის.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე წლების წინ, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერ ამის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება შანტაჟი, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება შემოტევები, ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობა, პირველ რიგში, ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, რომელიც ძვირფასია ყველა პატრიოტი ადამიანისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0