18/11/2022
22:17
პოლიტიკა
ჩემი აზრით, დღევანდელი ინტერპელაცია ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო. „ტომი და ჯერიში“, კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ და ასე გაილახება, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო? - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
"ჩემი აზრით, დღევანდელი ინტერპელაცია ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო. არ ვიცი, მის მომწვევებს გნებავთ, განათლების მინისტრის ამბავში, გნებავთ, პრემიერ-მინისტრის ამბავში, საერთოდ, რა მიზანი ჰქონდათ? იქ ვიყავი დარბაზში, ხელისუფლებას რა და რისი შესრულება უნდა, ისედაც ვიცოდი, ახალს ვერაფერს მეტყოდნენ, შეიძლება ამან ვინმეზე სენსიტიურად იმოქმედა, მაგრამ ჩემზე ვერ იმოქმედებდა. „ტომი და ჯერიში“, კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ და ასე გაილახება, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო?“ - განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე განმარტებით, საჭიროა, "რეალითი" პოლიტიკური შოუ.
„დიდი პოლიტიკური "რეალითი" შოუა მოსაწყობი ქართულ არხებზე. ისედაც "რეალითი" შოუა, ოღონდ არაგულწრფელი. ახლა მოსაწყობია გულწრფელი" - განაცხადა ხვიჩიამ
0
0