15/12/2021
14:10
პოლიტიკა
“ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!
1. ფულის გათეთრება არ ყოფილა,
2. ფულის მითვისება არ ყოფილა,
3. საქმეს არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი,
4. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები)
5. პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩაატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ და მოადგილედ
6. დღესაც ვამაყობთ რაც 2008 წელს გავაკეთეთ
7. გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით “თიბისელი” სამსახურიდან განთავისუფლებას
8. ეხლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით
9. ვერ შეგვაშინებთ,
ვერ გაგვაჩერებთ,
ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც” – წერს მამუკა ხაზარაძე.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024