02/12/2021
10:18
პოლიტიკა
სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია დაესწრება თუ არა სხდომას მესამე პრეზიდენტი.
სააკაშვილის უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის პროცესზე დასასწრებად.
თუმცა უფლებადამცველი ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სააკაშვილს ქართველ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება არ მიეცეს.
„მესამე პრეზიდენტი დღეს თავს სუსტად გრძნობს. ღვიძლში ფერმენტები იყო მომატებული, იმედი გვაქვს, ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ამ მდგომარეობაშიც კი მიხეილ სააკაშვილი მზად არის პროცესზე გამოსაცხადებლად. მადლობას უხდის ყველა ექიმს და კონსილიუმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო, რომ აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული“, - აღნიშნა ადვოკატმა.
0
0