
დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება.
„მინდა მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს ღამის 3:00 საათამდე მოემსახურება. რა თქმა უნდა, მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება, რაც მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავეს და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
0
0
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა
11/07/2026