
დღეს, საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგზე და ეროვნული პარლამენტების როლზე მოლაპარაკებების პროცესში.
კონფერენციას გახსნის მაკა ბოჭორიშვილი. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.
კონფერენცია 10:00 საათზე დაიწყება.
0
0