
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მომხსენებლის, ფრანჩესკა ალბანეზეს მიმართ სანქციები დაწესდება. ამის შესახებ რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე წერს და აცხადებს, რომ სანქციების მიზეზი, ალბანეზეს მიერ "აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და აღმასრულებელი დირექტორების წინააღმდეგ" განხორციელებული მცდელობებია.
"დღეს მე სანქციებს ვუწესებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს, ფრანჩესკა ალბანეზეს, მისი უკანონო და სამარცხვინო მცდელობისთვის, წამოეწყო ქმედებები აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და აღმასრულებელი დირექტორების წინააღმდეგ.
ალბანეზეს მიერ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური ომის კამპანია აღარ იქნება დაშვებული. ჩვენ ყოველთვის დავუდგებით გვერდით ჩვენს პარტნიორებს მათი თავდაცვის უფლებისთვის ბრძოლაში. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ნებისმიერი ქმედების განხორციელებას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის კანონის მოთხოვნების ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სუვერენიტეტის დასაცავად", - წერს მარკო რუბიო.
0
0
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდება
10/07/2025
თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს
10/07/2025