28/02/2022
12:51
პოლიტიკა
„დღეს სოლიდარული ვართ და ძალიან გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ხალხი იღუპება, იბომბება მთელი უკრაინა, კიევი და სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, მაშინ, როდესაც ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს, როდესაც ომის დასრულების შემდგომ რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და მიშა, მიშა აძახებინეს და წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს. დღესაც ამ ჩვენი, ძალიან ბევრი გულანთებული ქართველის, პატრიოტის კეთილ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველაფერში, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესს ეძებენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან, რომ აქ ომი არ არის. ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით?! ომი დაიწყებოდა ჯერ საქართველოში და შემდგომ კიევში. ეს პირდაპირ უნდა ითქვას მეგობრებო, არ უნდა მოვერიდოთ ამას. დღეს მე და ჩვენს ხელისუფლებას გაქვს პატივი და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, შემდეგ კი ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0