16/11/2024
13:57
პოლიტიკა
სამარცხვინო ფაქტი, რაც დღეს ცესკო-ს შემაჯამებელ სხდომაზე მოხდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ არა ნორმალურ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ ფსევდოლიბერალ ფაშისტებთან გვაქვს საქმე, რომელთა საქციელი ყოველთვის ამორალურია და ქვეყნის ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ უმრალესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი შეფასებით, არაერთხელ ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ეს არის საზოგადოების ქაოსში შეყვანის მცდელობა.
„ამათ ხომ არჩევნები არ უნდოდათ, ეს დამტკიცდა. მათი მთავარი ამოცანა იყო რევოლუცია, ქაოსი, შემდეგ ხელისუფლებაში აგენტურა უნდა დაესვათ, შემდეგ ლგბტ პროპაგანდა, მეორე ფრონტი და ა.შ. ქართველმა ხალხმა ამას წერტილი დაუსვა, შავი, დიდი წერტილი დაუსვა ამ უსამშობლოებს, მანქურთებს, უცხო ქვეყნის აგენტურას. ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და პოლიტიკურ სანაგვეზე გაისროლა. ეს ბოლო გაელვება იყო ამათი უსახური საქციელის. არ ვიცი, რა გვარის არის, ვინ გააკეთა, მაგრამ ის კაციც მეცოდება, რადგან ამას მოაწერა ხელი. ეს დაუკვეთეს და ამაზე წავიდა. ეს არაკაცური საქციელია, თუ სალაპარაკო გაქვს, თქვი. ერთი კინტო გვყავდა პარლამენტში და მეორე ეს კაცი დაემატა. მთელი თავისი ცხოვრება ეს ლაქა ექნება, სადაც არ უნდა იყოს, რომ ასე არაკაცურად მოიქცა. ქართველ ხალხს, საქართველოს ვულოცავ, შემაჯამებელი ოქმი დაიწერა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ, არჩევნები ჩატარდა, როგორც ეუთო/ოდირმა თქვა, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.
0
0