
12 მაისს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ევროპელ ოფიციალურ პირებს უმასპინძლებს, რათა უკრაინის მხარდაჭერისა და რეგიონული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილონ.
,,მოლაპარაკებები საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება. ჩვენი კონტინენტის კოლექტიური უსაფრთხოებისთვის თაობაში ერთხელ დაბადებული მომენტის წინაშე ვდგავართ. დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა მხოლოდ უკრაინის მომავალს არ ეხება - ის მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალურია,’’ - განაცხადა ლემიმ.
ლემი ასევე გეგმავს დამატებითი სანქციების გამოცხადებას მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრას.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრა 15 მაისს გაიმართება.
0
0