
„მეცნიერების ვარაუდით, დედამიწას დღეს მილიარდობით ტონა პლაზმა დაეჯახება. პლაზმის ნაწილაკები მზის ზედაპირზე ზედმეტად გაცხელებული გაზის აფეთქების შემდეგ ამოიფრქვა,“ - წერს dailymail-ი.
პლაზმური აფეთქება, რომელიც ცნობილია როგორც კორონალური მასის ამოფრქვევა (CME), მზის სისტემის სამხრეთ-დასავლეთ ზონაში დაფიქსირდა და მზის ქარების დახმარებით დედამიწისკენ გადმოინაცვლებს.
პროგნოზის თანახმად, არსებობს 50%-იანი ალბათობა, რომ ნაწილაკები დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრებს დააზიანებენ, ხოლო პლაზმური ნაკადის ძლიერი გამოსხივების გამო, 10%-ით მოსალოდნელია დედამიწაზე ელექტროენერგიის გათიშვა.
მეცნიერების ვარაუდით, მზის ქარები დედამიწის მაგნიტოსფეროს დაარღვევს, რაც G1 გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს და კოსმოსის ამ ზონაში შესაძლოა ორბიტაზე თანამგზავრების მოძრაობაც შეფერხდეს. პლაზმურმა აფეთქებამ შეიძლება გამოიწვიოს კოსმოსური ამინდი, რაც ასევე დაარღვევს დედამიწაზე თანამგზავრების მოძრაობას, დააზიანებს ელექტროქსელებს და საფრთხეს შეუქმნის ასტრონავტებს.
ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) პროგნოზირებს, რომ დედამიწის მაგნიტური ველი დღეს საღამოს 6 საათზე დაირღვევა.
EarthSky-ის თანახმად, დედამიწის მაგნიტური ველი ხუთშაბათის მდგომარეობით „ქაოტური“ იყო და, კორონალური ხვრელიდან მქროლავი მაღალსიჩქარიანი მზის ქარის გამო, ამგვარი „არასტაბილურობა“ მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
0
0