დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით - მაკრონი
25/04/2024
18:02
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, უპასუხონ ცვალებად სამყაროში არსებულ გამოწვევებს.
„დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ სარწმუნო თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე“, - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც.
„საფრანგეთსაც და გერმანიასაც სურთ, რომ ევროპა დარჩეს ძლიერი. თქვენი სიტყვა შეიცავდა კარგ იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ჩვენ ერთად მიგვყავს ევროკავშირი წინ: პოლიტიკურად და ეკონომიკურად. სუვერენული და ინოვაციური ევროკავშირისთვის. გაუმარჯოს ევროპას!“, - წერს შოლცი X-ზე.
0
0
123
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%