
მე მინდა, რომ დღევანდელმა თაობამ და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ბევრი მართლა შეცდომაშია შეყვანილი და აქციებზე რომ ვხედავთ, მინდა იცოდნენ ზუსტად ვის გვერდით დგანან. ეს დავალებები მოდიოდა უშუალოდ სააკაშვილისგან, უშუალოდ მერაბიშვილისგან, უშუალოდ გიგი უგულავასგან და ნიკა გვარამიასგან, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე, რომ თურმე სამშობლოს ღალატის მუხლით ვიდექით ჩვენ ქუჩაში და მოღალატეები ვიყავით, რადგან გვინდოდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესო დანელიამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად მოცილებული გვყავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. მისივე თქმით, ეს ადამიანები კვლავ აპირებენ მობრუნებას, მაგრამ ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ.
„ახალგაზრდებო მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, მე დღეს ცოცხალი ვარ ღვთის წყალობით ჯანმრთელი ვარ და დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად ჩვენ დღეს მოცილებული გვყავს ეს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს კვლავ ქუჩაში დგანან და აპირებენ მობრუნებას. ისინი - ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ეს ადამიანები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ. ყველამ მინდა იცოდეთ, გაიაზროთ, თქვენ შეიძლება მაშინ იყავით ძალიან პატარები, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი საერთოდ ბაღში დადიოდა, შეიძლება დაბადებული არ იყო, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ბევრი ცოცხალი აღარ არის. 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთ დღეს და უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა, ერთ-ერთი იყო ლევან კოტეტიშვილი, არ ვიცი როგორ უნდა მოექცე ახალგაზრდა კაცს ისე, რომ გამოშვების შემდეგ ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში. უამრავი ტრაგედია და უბედურება დაგვმართეს და მინდა, ეს ყველამ კარგად გაიაზროს“, - განაცხადა ბესო დანელიამ.
0
0
7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
05/05/2025