-share.jpg)
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში ოფიციალური პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს, იუწყება ამერიკული გამოცემა The Hill. გადაწყვეტილება მიღებულია „მთავრობის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის ჩახშობის ფონზე, რომელსაც, კრიტიკოსების აზრით, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს“.
გამოცემა საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხუთშაბათს, ადმინისტრაცია გამოაცხადებს მოგზაურობის აკრძალვების შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები არიან საარჩევნო პროცესის ჩაშლაში, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. სანქცირებული პირების ვინაობა, როგორც წესი, საჯაროდ არ გამჟღავნდება. ეს სანქციები ემატება იმ სხვა ზომებს, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო „ქართული ოცნების“ “საკამათო” არჩევნებში გამარჯვების პრეტენზიებისა და მომიტინგეების მიმართ ძალადობის საპასუხოდ, რომლებიც ორი კვირაა ქუჩაში დგანან.
The Hill-ის ცნობით, ვაშინგტონის მიერ გატარებული სხვა ზომები მოიცავს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმების შეჩერებას ნოემბერში.
ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გააკეთებს განცხადებას, რომ განიხილავს ვარიანტებს და გეგმავს დამატებით ნაბიჯებს.
თუმცა, კონგრესში დემოკრატიულმა და რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა გააკრიტიკეს ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ძალიან ნელი და ფრთხილი ქმედებებისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ “ვერ დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მმართველი პარტიის მილიარდერ დამფუძნებელს და დე ფაქტო ლიდერს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა”. - წერს გამოცემა.
ფოტო არქივიდან [ბაიდენის ვიზიტი თბილისში]
0
0