
უნგრეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც LGBTQ+ თემის საწინააღმდეგო რეგულაციებს გააუქმებს. მედიის ცნობით, მათ შორისაა ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული აკრძალვები, მათ შორის 18 წლამდე ასაკის პირების დასაცავად შექმნილი რეგულაცია „ჰომოსექსუალობის პოპულარიზაციის“ შესახებ.
მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ასევე შეცვლის წესებს, რომლებიც LGBTQ+ თემის წარმომადგენლების მიერ შვილად აყვანას კრძალავს.
„როიტერის“ შეფასებით, შვილის აყვანის სისტემის შეცვლა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის მთავრობა, რომელიც 16 წლიანი მმართველობაც 2026 წლის აპრილში დამთავრდა, კონსერვატიული და მკვეთრად ანტი-LGBTQ+ პოლიტიკით გამოირჩეოდა. მან 2021 წელს 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომ პლატფორმებზე „ჰომოსექსუალობის ჩვენებისა და პოპულარიზაციის“ და სქესის შეცვლის თემების ჩვენება აკრძალა. ორბანი აცხადებდა, რომ კანონები ბავშვების დასაცავად იყო შექმნილი.
უნგრეთის ახალმა იუსტიციის მინისტრმა, მარტა გოროგმა, 2026 წლის მაისში განაცხადა, რომ უნგრეთს მოუწევს გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს LGBTQ+ კონტენტზე წვდომას, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ აპრილში დაადგინა, რომ შეზღუდვები არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას და ხელს უწყობდა უმცირესობების სტიგმატიზაციასა და მარგინალიზაციას.
0
0