14/05/2023
15:00
მსოფლიო
თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ მისცა და მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ყველა ჩვენგანს მოგვენატრა დემოკრატია, მოგვენატრა ერთად ყოფნა. თქვენ ნახავთ, რომ დღეიდან ამ ქვეყანაში გაზაფხული მოვა და ეს გაზაფხული ყოველთვის გაგრძელდება“, - განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.
ცნობისთვის, საარჩევნო უბნები თურქეთში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე [თბილისის დროით 10:00 საათზე] გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 17:00 საათამდე [თბილისის დროით 18:00 საათამდე] გაგრძელდება.
არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც არჩევნებიდან ორ კვირაში გაიმართება.
თურქეთის არჩევნებში 64 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობს.
თურქი მოსახლეობა პრეზიდენტსა და პარლამენტს 5 წლის ვადით აირჩევს.
0
0