
დღეიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია, თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ. შესაბამისად, დღეიდან ახალი რეგლამენტის მიხედვით იმუშავებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის რეგლამენტი არის ცოცხალი დოკუმენტი. წესი არის, რომ ახალი პარლამენტი იღებს ახალ რეგლამენტს, რაც საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პარლამენტის რეგლამენტი არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც განსხვავებით სხვა კანონებისგან, ხელს აწერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე. ეს აჩვენებს, რომ პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია, თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ახალი რეგლამენტის შემუშავებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
0
0