01/11/2024
14:34
კონფლიქტები
აფხაზეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის გამო, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში „რესპუბლიკა“ ელექტროენერგიის განრიგს აწესებს.
მოძრავი გრაფიკი სოხუმში 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იუწყება.
უფრო კონკრეტულად კი, დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა რაიონში არ იქნება შუქი დღეში ოთხი საათის განმავლობაში - დღისით ორი საათის განმავლობაში და ღამით ორი საათის განმავლობაში.
ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში დენის გრაფიკი ამოქმედდებოდა, ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის, თემურ ჯინჯოლიას თქმით, ამჟამად აფხაზეთს 260 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს,“ საიდანაც 1-ლი ნოემბრიდან რუსული „ინტერ რაო“ 180 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას დაფარავს. კერძოდ, ნოემბერში აფხაზეთში 60 მლნ კვტ/სთ, ხოლო დეკემბერში 120 მლნ კვტ/სთ რუსული დენი შევა.
ამასთან, ჯინჯოლიას თქმით, ელექტროენერგიის ეს რუსული ნაკადი უფასო, ანუ სოციალური ნაკადი აღარ იქნება და აფხაზური მხარე მასში კომერციულ ფასს გადაიხდის.
„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ენგურჰესის კაშხალში წყლის დონეს, შედინებასა და სადგურის შესაძლებლობებს უკავშირებდა.
0
0