01/11/2024
17:26
ტაბლოიდი
დღეიდან, გერმანიაში, მოქალაქეს შეუძლია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში შეცვალოს ჩანაწერი სქესის და სახელის შესახებ - ამის შესახებ ინფორმაციას tagesschau ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კანონი თვითგამორკვევის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განცხადებით მოითხოვოს მისი სქესის და სახელის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა.
სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ ყველა ადამიანს შეუძლია შეცვალოს ან წაშალოს სქესის შესახებ ჩანაწერი. აქამდე ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ საჭირო იყო ორი ფსიქოლოგიური დასკვნა, სამედიცინო გამოკვლევა და სასამართლოს გადაწყვეტილება. დღეიდან ამ გზის გავლა აღარაა საჭირო. სამოქალაქო აქტების ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით, განაცხადის ღირებულება დაახლოებით 30 ევროა, - წერს tagesschau და დასძენს, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს ჩანაწერის შეცვლა შეუძლია მხოლოდ მშობლების თანხმობით და სამოქალაქო აქტების ორგანოში მათთან ერთად გამოცხადების გზით, 14 წელს ზემოთ მოზარდებს კი მშობლების თანხმობა ესაჭიროებათ, თუმცა მათი სამოქალაქო აქტების ორგანოში მიყვანა არ მოეთხოვებათ.
0
0