07/12/2022
18:48
მსოფლიო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც რუსეთში, როსტოვის ოლქში, ქალაქ ნოვოშახტინსკში პოლიციელი ტყვიამფრქვევით დაჭრა, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრი იყო.
თავდამსხმელი დააკავეს. რუსეთის საგამოძიები კომიტეტის თქმით, ის გასამართლებული იყო ძარცვისა და ყაჩაღობისთვის.
ტელეგრამ არხ BAZA-ზე გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც რუს პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დეზერტირი მებრძოლი, პაველ ნიკოლინია. მათივე ინფორმაციით, ის კოლონიაში სასჯელს იხდიდა ძარცვისა და ყაჩაღობისთვის, როდესაც ის ვაგნერის ჯგუფმა გადმოიბირა. თუმცა, 24 ნოემბერს ნიკოლინმა ბრძოლა გადაიფიქრა და გაიქცა.
რუსი ბიზნესმენისა და ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აზრით, თუ თავდამსხმელი მართლაც კერძო სამხედრო კომპანიის წევრი იყო, ეს საქმე "გრიფით აბსოლუტურად საიდუმლო" უნდა ყოფილიყო. მისივე აზრით, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება იმის გამოძიება, თუ როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია ჟურნალისტების ხელში და როგორ გადაკვეთა პირმა რუსეთის საზღვარი.
0
0