24/01/2022
13:24
პოლიტიკა
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე ნაკლები თანხა არ გამოყოფილა. სუბარმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ აკანონებინებდნენ „ნაციონალური ხელისუფლების“ პირობებში დევნილ ოჯახებს ძალდატანებით მაქსიმუმ 20 კვ.მ ფართობის მქონე ბინებს.
„5, მაქსიმუმ 20 კვ.მ ფართობის მქონე ბინაში, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ, ეუბნებოდნენ, გინდათ? დაიკანონე. არ დაიკანონებ და დღესვე გახვალ – ამას არაერთი ოჯახი გვიყვებოდა, რომ 31 დეკემბერს მივიდნენ და უთხრეს, ახალ წელს ქუჩაში შეხვდებოდნენ. იძულებული ვიყავით ფართი დაგვეკანონებინა და გვეთქვა, მორჩა! ჩვენ დაკმაყოფილებული ვართო“, – განაცხადა სუბარმა.
მან ასევე გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როგორ ხდებოდა შენობებიდან დევნილების გამოსახლების პროცესიც.
„სპეცრაზმისა და პოლიციის მეშვეობით მიადგებოდნენ დევნილებს და სატვირთო მანქანებზე ყრიდნენ. კარგად გვახსოვს, თუ როგორ ხდებოდა დევნილების განსახლება წივილ-კივილითა და ძალადობით. ისე გაჰყავდათ თბილისიდან, არც იცოდნენ, სად მიდიოდნენ“, – აღნიშნა სუბარმა.
0
0