24/11/2023
11:44
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში, 24 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარების მიზნით, ქვეყანა დამატებით 30 მილიონ ფუნტს გამოყოფს.
გაეროსა და სხვა სააგენტოების მიერ უზრუნველყოფილ ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, თანხა კრიზისულ ადგილზე სასიცოცლო მნიშვნელობის დახმარებასა და თავშესაფრისა და სამედიცინო უზრუნველყოფას მოხმარდება.
კამერონის თქმით, ბრიტანეთი ყველა სასწრაფო (სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო) გზას ეძებს ღაზას მოსახლეობის დასახმარებლად.
,,მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზოგიერთი ტყვე სახლში დაბრუნდება, არამედ იმასაც, რომ ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის ბრძოლის შეჩერება ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საშუალებას მოგვცემს,“ - აღნიშნა კამერონმა.
მოსალოდნელია, რომ პალესტინელ ლიდერებთან საუბრისას დევიდ კამერონი კრიზისის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას განიხილავს.
0
0