03/09/2022
18:22
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძის თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულების მიზანსა და იდეას უპირისპირდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის აქტივობები, კვლავ დესტრუქციულ შინაარსს ატარებს.
„კონკრეტული ნაბიჯები მოყვა ხელისუფლების მხრიდან და უბრალოდ შეუძლებელია საუბრები იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაცას სერიოზულად არ აპირებს და არ გეგმავს. ამიტომ, ამ ფონზე, თუკი ვინმეზე და რამეზე შეიძლება ითქვას, რომ არის ფარსი, ეს არის მათი აქტივობები, რომელიც კვლავ დესტრუქციულ შინაარსს ატარებს.
ისინი გაემიჯნნენ ერთობლივ მუშაობას, იმ საკითხებზე მუშაობას, რომლის პირველი პუნქტი ერთობლივ მუშაობას გულისხმობს, ასეთ ფონზე, ამის ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ისინი უპირისპირდებიან 12 პუნქტის შესრულების მიზანსა და იდეას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი დეპუტატების შეხვედრან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა. განიხილეს 12 პუნქტის გარშემო გაწეული საქმიანობა. ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მსგავსი სახის შეხვედრა ისევ შედგება.
0
0