20/12/2024
23:53
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში „სამშვიდობო მისიით“ ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ Der Spiege გერმანიის პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ ამით, შოლცი წინასაარჩევნოდ რეიტინგის ამაღლებას ცდილობს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური მარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელმა გასულ კვირაში ამის შესახებ „ძალიან საინტერესო ისტორია მოისმინა“.
„მისი ძველი ნაცნობი და კომპანია, რომელსაც ის მართავს, გაერთიანებულია გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტში, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა კრემლთან. და იქ, აღმოსავლეთის კომიტეტში, ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ კანცლერი უახლოეს დღეებში მოსკოვში წავა „სამშვიდობო მისიით“, - წერს Der Spiegel.
0
0