11/11/2022
14:04
პოლიტიკა
დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციის მოგონილი სისულელეა - ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ისროლა, დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს და ხვდება მამუკა ხაზარაძეს და დანარჩენებს,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ესეც წყლის ნაყვაა, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის მოგონილი სისულელეა. ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ისროლა, დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს და ხვდება მამუკა ხაზარაძეს და დანარჩენებს, სხვებს. ხოლო ის, რომ კეზერაშვილისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ, ის კი ამდენი ხნის გამავლობაში ბაირამობს, „ქართული ოცნების“ ბრალია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ უსამართლობა იქნება, თუ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს.
0
0