ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო Press Trust-ის ინფორმაციით, დელის საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის შედეგად, სულ მცირე, 6 ახალშობილი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ხანძარი ინდოეთის დედაქალაქის ვივეკ ვიჰარის რეგიონის საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც 12 ახალშობილი იმყოფებოდა. ხელისუფლების განცხადებით, „იურიდიული ზომები მიიღება საავადმყოფოს მფლობელის წინააღმდეგ, რომელიც, ამჟამად, გაქცეულია.“
X-ზე გავრცელებულ განცხადებაში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ „დელის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა“.
როგორც BBC-ი წერს, ინდოეთის ქალაქებში ხანძარი იშვიათი არ არის, რადგან შენობებთან დაკავშირებული ქვეკანონური აქტები ხშირად უგულებელყოფილია; მკაფიოდ არ არის გამიჯნული საცხოვრებელი და კომერციული ტერიტორიები და უსაფრთხოების წესები დარღვეულია.
2019 წელს, ასევე დელიში, ჩანთების ქარხანაში გაჩენილ მასობრივ ხანძარს 43 მუშა ემსხვერპლა.
0
0